იწყება Zoomout-ის შემოდგომის პრეაქსელერატორი, რომელზეც დამწყებ მეწარმეებს, ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პრაქტიკულ რჩევებს გააცნობენ ტექნოლოგიებისა და სტარტაპსამყაროს გამორჩეული ლიდერები.
ჩვენი საერთაშორისო სპიკერები შემოგთავაზებენ მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას.
- ბავნა ბატნაგარი – We Founder Circle & EvolveX-ისა და Avinya VC-ის თანადამფუძნებელი, ანგელოზი ინვესტორი და ყოფილი ByteDance-ელი. იგი სტარტაპების მასშტაბირებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ფასდაუდებელ რჩევებს გაუზიარებს ჩვენს მონაწილეებს.
- გილერმო ვიზკაინო – Ganas Ventures-ის პარტნიორი, Workshop Latin America-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. Მისი ცოდნა ვენჩურული ფონდებისა და მეწარმეობის შესახებ ლათინურ ამერიკასა და აშშ-ში უნიკალურ ხედვას შესთავაზებს მონაწილეებს.
- კელვინ ჩიკეზე – Dexude Oy-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გამორჩეული ლიდერი ტექნოლოგიურ მეწარმეობაში. კელვინის ხედვა და გამოცდილება წარმატებული ბიზნესის შექმნაში შთააგონებს მონაწილეებს.
- კახა გოგიაშვილი – Orbit Startups-ის პროგრამის მენეჯერი. კახას ცოდნა ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების შესახებ მნიშვნელოვან უნარებს განუვითარებს მონაწილეებს.
- პატრისია მაქსიმოვიჩი – sclr labs-ის მმართველი დირექტორი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ბიზნესების მასშტაბირებასა და ინოვაციების მართვაში.
- ფინ მპოფუ-მასამბა II – Ugenie AI-ის დამფუძნებელი და Expert Voices of AI-ის წამყვანი. ფინი გაგვიზიარებს ცოდნას ბიზნესის ზრდისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
შემოგვიერთდით, რომ შეძლოთ იდეების რეალიზება და სტარტაპპროდუქტებად ქცევა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
დარეგისტრირდი საინფორმაციო ონლაინშეხვედრაზე: 13 სექტემბერი, 18:00 საათი https://forms.gle/RbxnYSGynCedQDbS8
პროგრამა დაიწყება 19 ოქტომბერს და დასრულდება 29 ნოემბერს.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98
რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 30 სექტემბერი, 23:59 საათი
პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
2024