განათლების ადმინისტრირება
(2026-2027 აკადემიურ წლამდე ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც:
- კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას;
- აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
- დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
(2026-2027 აკადემიურ წლიდან ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
პროგრამის პირველი, 60-კრედიტიანი ნაწილი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც:
- აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
- დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
პროგრამის მეორე, 60-კრედიტიანი ნაწილი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც:
- კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას;
- აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
- დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
- ინტერაქტიული ლექციები და სემინარები;
- ანალიზი, სინთეზი, რეფლექსია;
- შემთხვევის ანალიზი;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
- თანამშრომლობითი სწავლება;
- პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება;
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- სიტუაციური სიმულაციები;
2026-2027 აკადემიურ წლამდე ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში:
კურსდამთავრებული
- იყენებს ეფექტიანი ლიდერობისა და ცვლილების მართვის პრინციპებს კომპლექსურ და დინამიურ გარემოში საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშესაწყობად;
- გეგმავს და აფასებს სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლა-სწავლების თეორიების, კურიკულუმის განვითარებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით;
- კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს არსებულ თეორიებსა და კვლევებს, რომლებიც შეეხება განათლების ადმინისტრირების და ლიდერობის საკითხებს, განათლების სფეროს განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და იყენებს მას საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამოწვევებისა და მიზნების საპასუხოდ;
- თეორიაზე დაყრდნობით და შესაბამისი კვლევის მეთოდების გამოყენებით, ატარებს კვლევას კვლევის ეთიკის ნორმების დაცვით;
- ორგანიზაციული და საგანმანათლებლო პროცესების მართვისას ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სტრატეგიებსა და თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- წარმართავს საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
- საკუთარი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების გეგმას.
2026-2027 აკადემიური წლიდან ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში:
პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულების შემდეგ:
კურსდამთავრებული
- კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს განათლების ადმინისტრირების, ეფექტიანი ლიდერობის, მართვის თეორიებს, კვლევებს და განათლების სფეროს განვითარების თანამედროვე ტენდენციებს დინამიურ საგანმანათლებლო გარემოში ორგანიზაციის განვითარების კონტექსტში;
- გეგმავს და აფასებს სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლა-სწავლების თეორიების, კურიკულუმის განვითარებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით;
- განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სტრატეგიებსა და თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- წარმართავს საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
- საკუთარი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების გეგმას;
პროგრამის მეორე 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულების შემდეგ:
კურსდამთავრებული
- იყენებს ეფექტიანი ლიდერობისა და ცვლილების მართვის პრინციპებს კომპლექსურ და დინამიურ გარემოში საგანამანათებლო ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშესაწყობად;
- გეგმავს და აფასებს სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლა-სწავლების თეორიების, კურიკულუმის განვითარებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით;
- კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს არსებულ თეორიებსა და კვლევებს, რომლებიც შეეხება განათლების ადმინისტრირების და ლიდერობის საკითხებს, განათლების სფეროს განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და იყენებს მას საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამოწვევებისა და მიზნების საპასუხოდ;
- თეორიაზე დაყრდნობით და შესაბამისი კვლევის მეთოდების გამოყენებით, დამოუკიდებლად ატარებს კვლევას კვლევის ეთიკის ნორმების დაცვით;
- ორგანიზაციული და საგანმანათლებლო პროცესების მართვისას ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სტრატეგიებსა და თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- წარმართავს საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
- საკუთარი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების გეგმას;
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შესაძლებელია, დასაქმდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ასევე, კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია, სწავლა გააგრძელონ სადოქტორო საფეხურზე.
სტუქტურული მოდელი 1 (ვრცელდება 2026-2027 აკადემიურ წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე):
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს:
- სავალდებულო კურსები – 42 კრედიტი:
- საერთო სავალდებულო კურსები ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 30 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – ზოგადი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – უმაღლესი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი 24 კრედიტი:
- სავალდებულო-არჩევითი (საერთო ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის) 6 კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (18 კრედიტი);
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (18 კრედიტი)
- არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში (12 კრედიტი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.
- პრაქტიკისა და კვლევის ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 42 კრედიტი
პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა წარმოადგენოს შემაჯამებელი პორტფოლიო. შემაჯამებელ პორტფოლიოში უნდა შედიოდეს პროგრამის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამა დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.
შენიშვნა: პორტფოლიოს შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ პრაქტიკის აღწერის დოკუმენტში.
სტუქტურული მოდელი 2 (ვრცელდება 2026-2027 აკადემიური წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე):
პირველი, 60-კრედიტიანი ნაწილი:
- სავალდებულო კურსები – 42 კრედიტი:
- საერთო სავალდებულო კურსები ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 30 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – ზოგადი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – უმაღლესი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი 12 კრედიტი:
- სავალდებულო-არჩევითი (საერთო ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის) 6 კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (6 კრედიტი);
- კვლევის ბლოკი 6 კრედიტი
- კვლევის მეთოდები განათლებაში – 6 კრედიტი;
შენიშვნა: პირველი, 60-კრედიტიანი ნაწილის დასასრულს სტუდენტი წარმოადგენს სამაგისტრო პროექტს, რომელიც აერთიანებს და წარმოაჩენს პროგრამის პირველი 60 კრედიტიანი ნაწილის ფარგლებში მიღწეულ სწავლის შედეგებს. სამაგისტრო პროექტის ფარგლებში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი დასრულებულად ჩაეთვლება სამაგისტრო პროექტის დადებითად შეფასების შემთხვევაში.
შენიშვნა: სამაგისტრო პროექტის შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ პრაქტიკის აღწერის დოკუმენტში.
მეორე, 60-კრედიტიანი ნაწილი:
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი 12 კრედიტი:
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (12 კრედიტი);
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (12 კრედიტი)
- არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში (12 კრედიტი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.
- პრაქტიკისა და კვლევის ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 36 კრედიტი (სავალდებულო – 30 კრედიტი; სავალდებულო-არჩევითი – 6 კრედიტი)
- ცვლილებების მართვა – 6 კრედიტი (სავალდებულო);
- სამაგისტრო ნაშრომი – 24 კრედიტი (სავალდებულო);
- სავალდებულო-არჩვითი კურსი პრაქტიკისა და კვლევის ბლოკიდან – 6 კრედიტი.
პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა წარმოადგენოს შემაჯამებელი პორტფოლიო. შემაჯამებელ პორტფოლიოში უნდა შედიოდეს პროგრამის პირველი და მეორე ნაწილის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამის მეორე 60-კრედიტიანი ნაწილი დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.
შენიშვნა: პორტფოლიოს შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ პრაქტიკის აღწერის დოკუმენტში.
(2026-2027 აკადემიურ წლამდე ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს) მინიმუმ B2 დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დოკუმენტი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეს):
- Cambridge ESOL Exams:
- Cambridge English Scale:160-179;
- IELTS: 5.5-6.5;
- B2 (First): Grade C;
- BEC Vantage: Grade C;
- ILEC: Pass with B2;
- Aptis Test: 156-200;
- PTE/Global Scale of English: 59-75;
- PTE – 59-75:
- TOEFL iBT: 72-94 ;
- EF SET: 56-60;
- Duolingo: 90-115;
ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus;
გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.
აპლიკანტმა ასევე უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა, სადაც ის ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- განათლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა;
- აკადემიური და პროფესიული ინტერესების შესახებ მსჯელობა;
- აკადემიური ინტერესების პროგრამის სპეციფიკასთან თანხვედრა;
- კომუნიკაციის უნარი;
- დარგში მუშაობის გამოცდილება / დარგობრივ აქტივობებში მონაწილეობა
შენიშვნა:
პროგრამაზე მიღების პირობები, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების მოთხოვნები და შეფასების სისტემა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა”.
(2026-2027 აკადემიური წლიდან ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
განათლების ადმინისტრირების პირველ, 60 კრედიტიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს) მინიმუმ B2 დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დოკუმენტი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეს):
- Cambridge ESOL Exams:
- Cambridge English Scale:160-179;
- IELTS: 5.5-6.5;
- B2 (First): Grade C;
- BEC Vantage: Grade C;
- ILEC: Pass with B2;
- Aptis Test: 156-200;
- PTE/Global Scale of English: 59-75;
- PTE – 59-75:
- TOEFL iBT: 72-94 ;
- EF SET: 56-60;
- Duolingo: 90-115;
ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus;
გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.
აპლიკანტმა ასევე უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა, სადაც ის ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- განათლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა;
- აკადემიური და პროფესიული ინტერესების შესახებ მსჯელობა;
- აკადემიური ინტერესების პროგრამის სპეციფიკასთან თანხვედრა;
- კომუნიკაციის უნარი;
- დარგში მუშაობის გამოცდილება / დარგობრივ აქტივობებში მონაწილეობა
პროგრამის მეორე, 60-კრედიტიან ნაწილზე სწავლის გაგრძელების წინაპირობაა პირველი, 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულების დადასტურება. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის პირველ 60-კრედიტიან ნაწილზე ჩარიცხვიდან გასულია 5 წელი ან პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი პირს დასრულებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მან დამატებით უნდა ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდები (საერთო სამაგისტრო გამოცდები და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა).
შენიშვნა:
პროგრამაზე მიღების პირობები, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების მოთხოვნები და შეფასების სისტემა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა”.
E 404 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი.ჭავჭავაძის გამზ. N45
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)