ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარე მობილობის საფუძველზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2026 წლის 16 და 17 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, E კორპუსის 207-ე აუდიტორია.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 30 იანვრის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ) ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;

ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის მიერ დადგენილ ვადასა და აუდიტორიაში.

იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოადგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის წინაპირობებს და სავალდებულოა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან დანართში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით დანართს.

 

2026