ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის საფუძველზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2024 წლის 12-დან 14 თებერვლის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5, E კორპუსის 304 აუდიტორია.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს,

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი

დოკუმენტები:

ა)ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ)სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ)ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2024 წლის 10 იანვრის

შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ)ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.


ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის წინაპირობებს და სავალდებულოა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ქვემოთ მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის შემდეგი ზღვრები: ინგლისური ენა – 40; ქართული ენა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი; მათემატიკა ან ფიზიკა – 40.

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)(ინგლისურენოვანი) 

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის შემდეგი ზღვრები: ინგლისური ენა – 70; ქართული ენა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი; მათემატიკა ან ფიზიკა – 40.

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის შემდეგი ზღვრები: ინგლისური ენა – 70; ქართული ენა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი; მათემატიკა ან ფიზიკა – 40.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტს

ტელ.: 2220009 (180).

2024