გარე მობილობა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა)“, „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“, „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ (ინგლისურენოვანი), „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება გასაუბრების ფორმატით დარგობრივი ცოდნისა და მოტივაციის შეფასების მიზნით.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერით და გასაუბრების ფორმატით.

საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება/გამოცდა ჩატარდება 17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის 303; 306; 307 ოთახებში (ი.ჭავჭავაძის გამზ. N45) 09:00 საათიდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

გარე მობილობის დარგობრივი გასაუბრების/გამოცდის შედეგები.

2026