სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასება
სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალრი ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2026 წლის 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება უნივერსიტეტში 2026 წლის 8 სექტემბერს. ინფორმაცია ზეპირი გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნება აპლიკანტს პირად ელ.ფოსტაზე არა უგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა;
საკვლევი თემის შეფასება იხ. დანართი.