20 აპრილს განათლების სკოლამ გამართა სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლ.) პროგრამაში ჩართულ ლექტორებსა და პარტნიორი სკოლის მასწავლებლებთან, რომლებიც ჩაერთვებიან პრაქტიკის კვლევაში.
შეხვედრაზე განიხილეს საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის პირველი პრაქტიკის კვლევა, სამაგისტრო ნაშრომის კონცეფცია, ასევე მსხვილი საკვლევი მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა სკოლამ საკუთარი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიოს.
დაიგეგმა მუშაობის შემდგომი ეტაპები, რომლებიც ხელს შეუწყობს პრაქტიკის კვლევის წარმატებით განხორციელებას.
2022 წელი