1 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში, გიწვევთ Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერთან, დავით თვალჭრელიძესთან შეხვედრაზე.

შეხვედრის თემა: კარიერა ტექნოლოგიებში

მოხსენების თემები

  • პერსპექტივები ტექნოლოგიების სფეროში;
  • როგორ პროექტებში ჩავერთო სტუდენტობის დროს;
  • შესაძლებლობები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ;
  • საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელების პერსპექტივა;
  • ინჟინრის კარიერის განვითარების ეტაპები.

მომხსენებლის შესახებ

დავითმა 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კომპანია Palantir Technologies ლონდონის ოფისში, რომლის შემდგომ მალევე გადავიდა აშშ-ში. აშშ-ში გავლილი სტაჟირებები: VMware, Dropbox, და სტარტაპი imo.im. ამჟამად მუშაობს კომპანია Google-ში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად. დავითი ასევე არის ქართული ტექნიკური პოდკასტის, ტექ თოქი-ს ავტორი.

დრო: 1 დეკემბერი, 19:00 საათი

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/ZYz38PyV3m2FaLxh8

რეგიტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)