ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები ნინო წიკლაური და მარი სურმანიძე აუდიტორული კომპანიის „ნექსია ჯორჯია“ სტიპენდიატები გახდნენ. ისინი ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში.

აუდიტორული კომპანია „ნექსია ჯორჯია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიაა, რომელთან თანამშრომლობა მოიცავს სტაჟირების პროგრამებსა და სტუდენტების დასაქმებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს წარმატებას.

2025