ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც განხორციელდება 19 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

6-კვირიანი პრეაქსელერაციის მიზანია ხელი შეუწყოს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს

  • საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
  • საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
  • ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში;
  • ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გუნდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი მოქმედი და/ან კურსდამთავრებული სტუდენტი ჰყავს და სურს ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.

პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები იდეებს გააცნობენ სპეციალურ ჟიურის.

პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:

  • იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10 %
  • სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა – 10 %
  • პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80 %

პროგრამა იყოფა 6 ძირითად ნაწილად:

  • იდეების გენერირება და დახვეწა
  • პროტოტიპირება და ვალიდაცია
  • ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები
  • საინვესტიციო ფონდების მოძიება
  • საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკები
  • საინვესტიციო პიჩის მომზადება

13 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/RbxnYSGynCedQDbS8

პროგრამა დაიწყება 19 ოქტომბერს და დასრულდება 29 ნოემბერს.

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 25 სექტემბერი, 23:59 საათი

2024