ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის 2 მარტის საბჭოს სხდომის (ოქმი N47) გადაწყვეტილებით, 6 მარტიდან გამოცხადდა კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
რეგისტრაცია დაიწყება 7 მარტს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 15 მარტს, 18:00 საათის ჩათვლით.
კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი E109), მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე/CV
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
- დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- კანდიდატი უნდა იყოს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
- აუცილებელია დოქტორის ხარისხის ფლობა;
- თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
- კანდიდატი უნდა იცნობდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს;
- სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება.
არჩევნები ჩატარდება 23 მარტს.
2023 წელი