ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა საინჟინრო პროგრამების სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაციის IEEE წევრები.
IEEE აერთიანებს 419 000 წევრს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე.
IEEE ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
IEEE-ის წევრობისთვის სტუდენტების შეირჩევიან ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – სამოტივაციო წერილის განხილვა;
მეორე ეტაპი – გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
Რეგისტრაციის ვადა:25 იანვარი, 23:59
სააპლიკაციო ბმული ხელმისაწვდომია: https://forms.gle/8gu9Xzmy5iQUCis16
გაითვალისწინეთ: ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 40 სტუდენტი მოიპოვებს დაფინანსებას.
გისურვებთ წარმატებას.
2021