საქართველოს უნივერსიტეტები და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი 2020 წლიდან თანამშრომლობენ ურბანული მობილობის შესახებ სალექციო კურსის შესამუშავებლად.
2022 წლის მაისსა და ივნისში დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი ქართველ ლექტორებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ და საქართველოს უნივერსიტეტებში 14 ლექციას წაიკითხავენ.
ლექციები დაყოფილია ოთხ თემატურ ბლოკად და ეხება მობილობის უსაფრთხოებისა და ქცევის საკითხებს, ტრანსპორტის მოძრაობით გარემოს დაბინძურებასა და მობილობის დაგეგმვას.
ლექციების სერია შეიქმნა მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ საუნივერსიტეტო განათლების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტებში მიმდინარეობს შესაბამისი სასწავლო გეგმების განახლება და ლექციების თანმხლები სასწავლო მასალების შექმნა, რომლებიც სტუდენტებსა და ყოველ დაინტერესებულ მხარეს მისცემს საგნობრივ ცოდნას.
გერმანიის ფედერალური სამინისტროს სახელით თანამშრომლობას მხარს უჭერს GIZ-ის რეგიონული პროგრამა „მობილობა ქალაქებისათვის”.
ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3N1bnUv
2022 წელი