28 მაისს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის შესახებ.

პროგრამის შესახებ ისაუბრებს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ერეკლე მაღრაძე.

შეხვედრის მონაწილეებს ლაივშეხვედრის მსვლელობისას შეგეძლებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, რომელთაც პროგრამის ხელმძღვანელი უპასუხებს.

დრო: 28 მაისი, 10:30 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/2TbDBF8