აპლიკანტებისთვის გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია სარეგისტრაციო ნომრის საშუალებით.
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- კომპიუტერული ტექნოლოგიები (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება − I-IV კლასები)
- სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
მნიშვნელოვანი თარიღები:
- საპრეტენზიო განცხადება – აპლიკანტებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადებები უნდა გაგზავნონ 2025 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bt*@*********du.ge (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხ. დანართი N2).
- განმეორებითი გამოცდა – სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 15 სექტემბერს.
- რეიტინგული სიები – აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), გამოქვეყნდება 2025 წლის 17 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.
- ხელშეკრულების გაფორმება:
აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 19-20 სექტემბერს.
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 22 სექტემბრის 15:00 საათამდე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09