აპლიკანტებისთვის გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია სარეგისტრაციო ნომრის საშუალებით.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. საპრეტენზიო განცხადება – აპლიკანტებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადებები უნდა გაგზავნონ 2025 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხ. დანართი N2).
  2. განმეორებითი გამოცდა – სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 15 სექტემბერს.
  3. რეიტინგული სიები – აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), გამოქვეყნდება 2025 წლის 17 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.
  4. ხელშეკრულების გაფორმება:

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 19-20 სექტემბერს.

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 22 სექტემბრის 15:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09