გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით 23-24 სექტემბერს ბათუმში გამართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა დაინერგოს ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლება, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად დაცულ იქნეს ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში. კონფერენცია განკუთვნილია ამ თემით დაინტერესებული სტუდენტების, მასწავლებლების, აკადემიური პერსონალისა და სპეციალისტისთვის.
კონფერენციის გამართვის დრო: 2021 წელი, 23-24 სექტემბერი
ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ბათუმი
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
კონფერენციაზე წარსადგენი მასალების ვადები:
- თეზისების წარდგენის ბოლო ვადა – 20 ივლისი, 2021
- ესეების წარდგენის ბოლო ვადა – 30 ივლისი, 2021
- სასკოლო პროექტების წარდგენის ბოლო ვადა – 30 ივლისი, 2021
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
საკონტაქტო პირები:
ნათია ჯოხაძე, ელფოსტა: njokhadze@unicef.org
ანასტასია მშვიდობაძე, ელფოსტა: amshvidobadze@unicef.org
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia , www.bsu.edu.ge და www.moecs.ge
2021 წელი