ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

პირველი ეტაპიელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 14 ივლისიდან  31 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ

  • დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ ერთ საქაღალდედ აკინძული PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება.
  • მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი.

რეგისტრაციისთვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ა) სააპლიკაციო ფორმა (დანართი1);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის   ხარისხთან)   ან   ცნობა   ხარისხის   მინიჭების   შესახებ,   თუ   დიპლომი   ჯერ გაცემული არ არის, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და თარიღი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) 3X4-ზე ფოტოსურათის ელვერსია;

ვ) სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისთვის დამტკიცებული, აპლიკანტის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი 2), რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (დანართი 3);

ზ) მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტმა იმ   შემთხვევაში,   თუ   არ   გადის   ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო  სერტიფიკატი  (ვალიდური  TOEFL,  IELTS,  FCE),  რომლის  გამსვლელი ზღვარი დგინდება მიღების გამოცხადების წინ ფაკულტეტის საბჭოს მიერ; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის   კომპეტენციას   პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ)  აპლიკანტმა, რომელსაც  ინგლისურ ენაზე  აქვს გავლილი  ბაკალავრიატის  და/ან მაგისტრატურის  სრული პროგრამა,   უნდა  წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი  დიპლომი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო  ან  სამაგისტრო პროგრამის  დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან  ერთად  წარმოდგენილი  უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი − უცხოეთში მიღებული  განათლების  აღიარების  შესახებ.  ამასთან,  იმ  შემთხვევაში,  თუ  გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ  გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს  დიპლომის  დანართი  ან  ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ი) შესაბამის სფეროში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომის/პუბლიკაცია; ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევითი პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისთვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სია მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებითა და მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ);


მეორე ეტაპიგამოცდა ინგლისურ ენაში

ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც   წარმატებით   გაიარეს   რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2025 წლის აგვისტოს, ინფორმაცია გამოცდის დროის და ადგილმდებარეობის   შესახებ   განთავსდება   უნივერსიტეტის  ვებგვერდზე  რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2025 წლის 1 აგვისტოს.

ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 5,5 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 5 აგვისტოსა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის და აგვისტოს (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge.

ინგლისური ენის საბოლოო შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 8 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გაითვალისწინეთ:  თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს. ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისთვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.


მესამე ეტაპისადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით ამ ბრძანების მე-8 პუნქტის შედეგების გათვალისწინებით განთავსდება 2025 წლის 8 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2025 წლის 8-დან 11 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის შედეგების გათვალისწინებით განთავსდება არაუგვიანეს 2025 წლის 12 აგვისტოს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპიზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას შესაბამისი დარგობრივი კომისიის წინაშე და შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატი შესაბამისი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება უნივერსიტეტში 2025 წლის 13 აგვისტოს.  ინფორმაცია ზეპირი გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნება აპლიკანტს არა უგვიანეს 2025 წლის 12 აგვისტოსი;

ზეპირი გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2025 წლის 14 აგვისტოსა   უნივერსიტეტის   ვებგვერდზე  რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2025 წლის 15-დან 18 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: info@iliauni.edu.ge.

საპრეტენზიო  განაცხადის  საფუძველზე  განმეორებითი  ზეპირი  გამოცდა  ჩატარდება 2025 წლის 19 აგვისტოს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და ადგილმდებარეობის ჩატარების შესახებ აპლიკანტს გაეგზავნება პირად ელ.ფოსტაზე 2025 წლის 18 აგვისტოს;

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება   2025   წლის   21  აგვისტოს  უნივერსიტეტის  ვებგვერდზე  რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღებადოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან  ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 25 და 26 აგვისტოს.

გაითვალისწინეთ:

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელ ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით − ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302

ტელ.: 577237719

ელფოსტაphd_bte@iliauni.edu.ge