ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
- ბიზნესის ადმინისტრირება – 2 ვაკანტური ადგილი
- განათლების მეცნიერება – 3 ვაკანტური ადგილი
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 9იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge
გაითვალისწინეთ:
- დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული, PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ განიხილება;
- მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი;
რეგისტრაციისათვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ა) სააპლიკაციო ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება – დანართი 1 (მხოლოდ აღნიშნული პროგრამისთვის))
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და თარიღი. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) 3X4–ზე ფოტოსურათის ელ.ვერსია;
ვ) სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისთვის დამტკიცებული, აპლიკანტის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება დანართი 2) (განათლების მეცნიერება დანართი 1), რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ ;
ზ) ბიზნესის ადმინისტრირება – სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ფლობის დონე, მას ჩაუტარდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში.
აპლიკანტმა იმ შემთხვევაში, თუ არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ C 1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო რომელიმესერტიფიკატი :
- Cambridge ESOL Exams: Cambridge English Scale – 180; IELTS – 6.5; CAE – Grade C; FCE – Grade A; BEC Vantage – Grade A; ILEC –Pass with C1; BULATS – 74; TOEIC – 865; Aptis Test;
- TOEFL: 95;
- Pearson tests: PTE General level – 4; PTE Academic.
ან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი- Certus;
ან, ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი
თ) განათლების მეცნიერება – – სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ფლობის დონე, მას ჩაუტარდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში.
ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონის კომპეტენციას დაადასტურებენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის წარმოდგენით:
ინგლისური ენის ცოდნის სულ მცირე B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი:
- Cambridge ESOL Exams:
- Cambridge English Scale:160-179
- IELTS: 5.5-6.5
- C1 Advanced (former CAE): Grade C
- BEC Higher: Grade C
- B2 First (FCE) Grade A
- BEC Vantage: Grade A
- ILEC:Pass with C1
- Aptis Test: 156-200
- PTE/Global Scale of English: 59-75
- PTE – 59-75
- TOEFL iBT: 72-94
- EF SET: 56-60
- Duolingo: 90-115
ან, სერტუსი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული სერტიფიკატი; სერტიფიკატის გაცემა ხდება ტესტის ოთხივე ნაწილის ჩაბარების საფუძველზე;
ან, ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი[1].
აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
ი) განათლების მეცნიერება – შესაბამის სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
ბიზნესის ადმინიატრირება – შესაბამის სფეროში (ეკონომიკა (0311), ბიზნესი და ადმინისტრირება (041)) კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და შესაბამის სფეროში (ეკონომიკა (0311), ბიზნესი და ადმინისტრირება (041)) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
კ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სია მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებითა და მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ);
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.
ბიზნესის ადმინისტრირება – დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის C 1 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2026 წლის 13 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროის და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 12 იანვრისა.
განათლების მეცნიერება – დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს
ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2026 წლის 13 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროის და ადგილმდებარეობის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 12 იანვრისა.
ინგლისური ენის გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხ. აქ
ბიზნესის ადმინისტრირება სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის C 1 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 5,5 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
განათლების მეცნიერება სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 5,5 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 16 იანვარს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 16, 20 და 21 იანვარს (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
ინგლისური ენის საბოლოო შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 23 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
გაითვალისწინეთ: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს. ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით;
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს, ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია;
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება) (განათლების მეცნიერება)
სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალრი ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით, განთავსდება 2026 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2026 წლის 26-დან 28 იანვრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.geსადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის შედეგების გათვალისწინებით განთავსდება არაუგვიანეს 2026 წლის 30 იანვარს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას შესაბამისი დარგობრივი კომისიის წინაშე და შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით.
სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება) (განათლების მეცნიერება)
ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. თუ კანდიდატი შესაბამისი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება უნივერსიტეტში 2026 წლის 2 თებერვალს. ინფორმაცია ზეპირი გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნება აპლიკანტს პირად ელ.ფოსტაზე არა უგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა;
ზეპირი გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2026 წლის 4 თებერვლისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე
აპლიკანტებს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის გადმოგზავნა შეეძლებათ 2026 წლის 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩატარდება
2026 წლის 10 თებერვალს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და ადგილმდებარეობის ჩატარების შესახებ აპლიკანტს გაეგზავნება პირად ელ.ფოსტაზე 2026 წლის 9 თებერვლას;
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე
ხელშეკრულების გაფორმება:
ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 19 და 20 თებერვალს.
გაითვალისწინეთ:
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა)პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ერთი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებსნ კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302
ტელ.: 577237719
ელფოსტა: phd_bte@iliauni.edu.ge
[1] დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.