22 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ სოფიო ტოგონიძის მოხსენებაზე ჩეხეთში არსებული სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
სოფიო ტოგონიძე Center for economic Research and Graduate Education – Economics Institute (CERGE – EI)-ის (პრაღა) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.
CERGE – EI სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია, რათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია CERGE – EI-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნებისა და აპლიკაციის გაგზავნის პროცედურის შესახებ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 22 იანვრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/k1B1UgkRQ4juLdK8A
*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.
შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი
დრო: 22 იანვარი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი