11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი

ლექციის შესახებ

ლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები, საკითხი, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ, კომპანიებმა რომლებსაც სურთ, კონკურენტული დარჩნენ ბაზარზე, უნდა განახორციელონ მწვანე მარკეტინგული სტრატეგია. დღეს მომხმარებლები უფრო მეტად არიან დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მდგრად და ეკომეგობრულ პროდუქტებზე. კომპანიებმა კი ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები ამკაცრებენ რეგულაციებს გარემოსდაცვითი და მდგრადობის მიმართულებით. კომპანიებმა ეს რეგულაციები უნდა დაიცვან, რომ არ დაჯარიმდნენ.

მსმენელები გაეცნობიან მწვანე მარკეტინგსა და მის მდგრადობის კონცეფციებს, სხვადასხვა ბიზნესმოდელს, რომლებიც ამ კონცეფციებს უკვე იყენებენ, და „გრინვოშინგის“ მაგალითებს, რომელთაც კომპანიები მიმართავენ მწვანე იმიჯის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა მათ სტრატეგიაში მდგრადობა სულაც არ არის გათვალისწინებული.

მომხსენებლის შესახებ

კლაუდია მეიერი ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების“ სასწავლო პროგრამის დირექტორია. უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსს მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებში.

მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს კლიმატური ცვლილებებსა და ენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებსა და მონაწილეობის მეთოდებს ავსტრიაში.

დრო: 11 მაისი, 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023