ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია IEEE STEM Ambassador პროგრამის ელჩად აირჩიეს.

IEEE, მსოფლიოში უდიდესი ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტი, პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის სასარგებლოდ. IEEE გამოსცემს მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებს, მართავს კონფერენციებს, ქმნის ტექნოლოგიების სტანდარტებს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო აქტივობას.

IEEE STEM Ambassador პროგრამა შემუშავებულია IEEE-ს მოხალისეებისა და მათი წვლილის აღმოსაჩენად წინასაუნივერსიტეტო STEM განათლებაში.

IEEE STEM Ambassador პროგრამის ფარგლებში განხორციელდება STEM მიმართულების სხვადასხვა პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინტერესის გაღვივებას.