28 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი”.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
- მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, EPAM System-ის წამყვანი სისტემური ინჟინერი;
- შოთა ცისკარიძე, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
დრო: 28 მაისი, 20:00 საათი
ფორმატი: დისტანციური
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fp8Cy6