ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ვარკეთილის „319“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიის (ვარკეთილი 3 , ალექსიძისა და სუხიშვილის ქუჩის გადაკვეთა) მწვანე სივრცის მოწყობაში. მათი დავალება იქნება არსებული გარემოს შესწავლა, კონცეფტუალური პროექტის შემუშავება და საზოგადოებისათვის წარდგენა. მოწონების შემთხვევაში, მწვანე სივრცის მოწყობის პროექტი განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ინიციატორები არიან არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პროფესორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი და ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე.