27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო პიკნიკი.
ღონისძიებაზე პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) მონაწილეებმა საკუთარ სივრცეში უმასპინძლეს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და დაინტერესებულ სტუმრებს. ისინი ჩაერთნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებაში და გაეცნენ პროექტის მიზნებსა და სიახლეებს, ასევე მიიღეს “PeaceEdu”-ის ბრენდირებული საჩუქრები.
ღონისძიების განსაკუთრებულ მახასიათებლად იქცა „მშვიდობის ხე“, რომელზეც სტუმრებმა დატოვეს სამშვიდობო გზავნილები და სიმბოლურად შეიტანეს წვლილი მშვიდობის კულტურის გაძლიერებაში.
2025