განათლების სადოქტორო პროგრამა – BTE

განათლების სკოლა

სადოქტორო პროგრამები

განათლების სადოქტორო პროგრამა

განათლების სადოქტორო პროგრამა ამზადებს განათლების სფეროს პროფესიონალებსა და ლიდერებს სწავლა-სწავლებისა და განათლების პოლიტიკის მიმართულებით. თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად სადოქტორო პროგრამის საფუძველს წარმოადგენს კვლევითი საქმიანობა და ინტერდისციპლინური მიდგომა.

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან განათლების, ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, ანდა მონათესავე დარგში;*
  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 65 points); IELTS (at least 5.5 points); FCE; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა;**
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი;
  • ზეპირი გამოცდა/გასაუბრება.

* მონათესავე დარგში მაგისტრის ხარისხის შესაბამისობას დოქტორანტის საკვლევ თემასთან დაადგენს დარგობრივი კომისია.
** უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომი აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა მოიცავს განათლების სექტორის სხვადასხვა სფეროს კვლევით ინტერესებს. მისი მიზანია ცოდნისა და კვლევის დაკავშირება და ამ გზით ახალი ცოდნის შექმნა. პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, აძლიერებს კვლევით სფეროსა და უნივერსიტეტის რეგიონულ და საერთაშორისო როლს.

სადოქტორო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს განათლების კონკურენტუნარიანი მკვლევრები, რომლებსაც შეუძლიათ განათლების სფეროში არსებული გამოწვევების კვლევა განათლების მეცნიერებასა და მის მომიჯნავე დისციპლინებში არსებული ცოდნის სინთეზით;
  • შექმნას ახალი, ინტერდისციპლინურ მიდგომებზე დამყარებული ცოდნა განათლების სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ;
  • განათლების პოლიტიკის/საგნის დიდაქტიკის, როგორც დარგის განვითარებაში წვლილის, შეტანა აქტუალურ დარგობრივ დისკუსიებზე დაყრდნობით;
  • უმაღლესი სკოლისათვის აკადემიური კადრების მომზადება;
  • დოქტორანტთა, როგორც მკვლევართა, ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისათვის.

პროგრამის დასახელება: განათლების სადოქტორო პროგრამა

სწავლების ენაქართული

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების დოქტორი (PhD in Education)

პროგრამის ხანგრძლივობა: 3-5 წელი (180 კრედიტი)

სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან:

  • სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს 60 კრედიტის დაგროვებას სადოქტორო სემინარების, ასისტირების, კოლოკვიუმის, კვლევის მეთოდებისა და სხვა სასწავლო კომპონენტებში.
  • კვლევითი კომპონენტიუშუალოდ კვლევის განხორციელებას და დისერტაციაზე მუშაობას გულისხმობს და ითვალისწინებს 120 კრედიტის დაგროვებას.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი.

ცოდნა და გაცნობიერება

პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს

  • უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა განათლების პოლიტიკის /დიდაქტიკის მიმართულებით მათი თეორიული და გამოყენებითი ასპექტებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • საგანმანათლებლო კვლევის უახლესი მეთოდების ცოდნა, რაც მას საშუალებას მისცემს, აწარმოოს რელევანტური კვლევები განათლების პოლიტიკის/ დიდაქტიკის მიმართულებით ინოვაციური ინტერდისციპლინური მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • კურსდამთავრებული აცნობიერებს დიდაქტიკის/განათლების პოლიტიკის სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ არსებული ცოდნის ხელახალი გააზრების საჭიროებას და ახალი ცოდნის შექმნის შესაძლებლობებს განათლების კვლევებში ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია

  • დიდაქტიკის/განათლების პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ მსჯელობა და ანალიზი სხვადასხვა თეორიის ჭრილში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში;
  • კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული;
  • დიდაქტიკის/განათლების პოლიტიკის დარგში ინოვაციური კვლევის სრული ციკლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით და კვლევის შედეგების ასახვა საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
  • ორგანიზაციულ და/ან სისტემის დონეზე განათლების საკითხებზე ახალი ცოდნის გავრცელება მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაში ჩართვით;
  • საკუთარი აკადემიური საქმიანობის დამოუკიდებლად შეფასება, ანალიზი და მისი გაუმჯობესებისთვის საჭიროებების/შესაძლებლობების განსაზღვრა.

დასკვნის უნარი

პროგრამის კურსდამთავრებულს

  • შეუძლია ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე ახალი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარება განათლების დიდაქტიკის ან განათლების პოლიტიკის სფეროში;
  • პრობლემის გადასაჭრელად შეუძლია ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ახალი ცოდნის შესაქმნელად.

კომუნიკაციის უნარი

პროგრამის კურსდამთავრებულს

  • აქვს დარგში არსებულ ცოდნასთან მიმართებაში ახალი ცოდნის დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენის უნარი;
  • აქვს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე სამეცნიერო კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
  • კომუნიკაციისას ეფექტურად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

 

სწავლის უნარი

პროგრამის კურსდამთავრებული

  • დარგში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკუთარ სასწავლო და კვლევით საჭიროებებს;
  • მზადაა განავითაროს ახალი იდეები და პროცესები საკვლევ სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე სწავლისა და კვლევის პროცესში;
  • ეფექტურად მართავს დროსა და რესურსებს.

ღირებულებები

  • ხელს უწყობს განათლების, როგორც ღირებულების, დამკვიდრებას საზოგადოებაში;
  • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპს და ხელს უწყობს მის დამკვიდრებას საუნივერსიტეტო სივრცეში;
  • პატივს სცემს კოლეგების აზრს და კვლევების ჩატარებისას იცავს სამეცნიერო ეთიკის ნორმებს.

სადოქტორო პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ასევე კვლევით კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტები ემსახურება დოქტორანტთა მიერ საკვლევი საგნის/ საკითხის შესახებ უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიცემას და შეძენილი ცოდნის კვლევით კომპონენტებთან დაკავშირებას, რაც მის მიერ ახალი ცოდნის შექმნას უზრუნველყოფს.

სამეცნიერო კვლევის სპეციფიკური მოთხოვნებიდან და ამოცანათა მრავალფეროვნებიდან კოლოკვიუმებზე გამოიყენება სწავლისა და სწავლების მეთოდთა მრავალფეროვანი სპექტრი: ვერბალური მეთოდი; დისკუსია/დებატები; პრეზენტაცია და დემონსტრირების მეთოდი; წერითი მუშაობის მეთოდი; სასწავლო ონლაინპლატფორმებზე სამუშაო მეთოდები და სხვ..

კომპონენტები აგებულია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, თანამშრომლობითი სწავლისა და ავტონომიური სწავლის პრინციპებზე და გამოყენებულია ამ პრინციპებთან დაკავშირებული სწავლების თანამედროვე მიდგომები.

პროგრამის განხორციელებისას სამუშაო ფორმატში წარმოდგენილია სწავლების ყველა სოციალური ფორმა (ინდ. მუშაობა, მუშაობა ჯგუფსა და წყვილში, მუშაობა ფორუმში და ა.შ.) და, როგორც შინაარსიდან, ასევე ფორმატიდან გამომდინარე, ინოვაციურია.

პროგრამის თითოეულ კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდები მოცემულია შესაბამის სილაბუსებში/კონცეფციის დოკუმენტებში.

პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ საქართველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში აკადემიური თანამდებობების დაკავება, კვლევითი საქმიანობის განხორციელება და სწავლება. ასევე დასაქმება უმაღლესი განათლების სისტემაში; ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს/პროექტებს, გეგმავენ განათლების პოლიტიკას სხვადასხვა დონეზე. განათლების სადოქტორო პროგრამები სწორედ ასეთი საქმიანობისთვის ამზადებენ პროფესიონალებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან კვლევით ინსტიტუტში; კურსდამთავრებული ასევე შეძლებს კვლევით მუშაობას კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ეწევიან საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას, განათლების სფეროში მართოს კვლევითი პროექტები, იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი/კონსულტანტი განათლების სფეროში.

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)

✉ bte@iliauni.edu.ge

Share on :

სამაგისტრო პროგრამების სტანდარტი
სადოქტორო პროგრამების არქივი
?>
Loading please wait....