ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს მიღებას პროფესიული აქსელერაციის უფასო პროგრამაზე Python დეველოპმენტის მიმართულებით.

თუ გაინტერესებს Python დეველოპმენტი, გაქვს გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა.

UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.

შეავსე სააპლიკაციო ფორმაhttps://forms.gle/VbWjQkB4VDGXJnDD7

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 5 ნოემბერი, 23:59

შერჩევის ეტაპები

  • პირველი ეტაპისააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
  •  მეორე ეტაპი:  დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი 

პროგრამა წარიმართება დისტანციურად. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნებათ რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
  • დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.

შესაბამისად:

  • თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს შესაბამისი ცოდნა;
  • თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
  • ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იშოვოს და პროფესიული აქსელერაციის პროგრამა აღარ სჭირდება.

როგორ მუშაობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?

  • პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
  • სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. პროგრამის ფარგლებში ისინი მონაწილეებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.

2024