10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით პროფესორი ნორიაკი ნიშიამა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“.

ლექცია საინტერესო იქნება როგორც ტურიზმის მიმართულების, ისე სხვა პროგრამების სტუდენტებისა და მსმენელისთვის. საერთაშორისო ექსპერტი სტუდენტებს გააცნობს იაპონიის  გამოცდილებას, ისაუბრებს, რა მნიშვნელობა აქვს  ადგილობრივი საზოგადოების როლს ტურიზმის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ნორიაკი ნიშიამა ურბანული დაგეგმვის, ტურიზმის დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის აღიარებული სპეციალისტია იაპონიაში. ინჟინერიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა კიოტოს უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის. იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტოსა და მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროს კომიტეტების წევრი და UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციის პროექტების მრჩეველია. იგი არის ავტორი რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევისა DMO-ის განვითარების, მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული ტურიზმისა და ლანდშაფტის დაგეგმვის შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე)

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.