15 ივნისს კომპანია ExactPro ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და DevOps Georgia-ის ორგანიზებით გამართავს შეხვედრას IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. Meetup-ის მხარდამჭერია GeoSTQB, საერთაშორისო ტესტირების სასერტიფიკაციო ორგანიზაციის ISTQB-ის წარმომადგენელი საქართველოში.
თემა: პროცესების ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით
მომხსენებლები განიხილავენ DevOps-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ავტომატიზაციის მიმდინარე ტენდენციებს.
Მომხსენებლები:
- ერეკლე მაღრაძე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი, DevOps Georgia- ს თანადამფუძნებელი, Quantori- ის წამყვანი Devops ინჟინერი;
- სოფო შანყულაშვილი, Exactpro Georgia-ს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი;
- გიორგი კერატიშვილი,DevOps Georgia Community – ის ლიდერი, Epam Systems -ის წამყვანი სისტემური ინჟინერი.
შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. სესიები ჩატარდება G106 აუდიტორიაში და გადაიცემა Facebook live-ის საშუალებით.
დღის წესრიგი:
- 17:00 – რეგისტრაცია & ფურშეტი
- 18:00 – ღონისძიების გახსნა & Facebook live ტრანსლაცია
Სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 15 ივნისი, 17:00-20:00 საათი
Facebook live: 18:00-20:00
ადგილმდებარეობა: G106, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, გიორგი წერეთლის ქ. 1
Დეტალური ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: bit.ly/45D84fY
დასწრება უფასოა
2023