20-22 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით გიწვევთ საზაფხულო სკოლაში Act4Peace მონაწილეობისთვის  ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე.

საზაფხულო სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას: 

  • გაიგოთ მეტი მშვიდობის შენებაზე,  სამშვიდობო განათლებასა და სამშვიდობო აქტივიზმზე;
  • ისწავლოთ, როგორ დაგეგმოთ და განახორციელოთ სამშვიდობო ინიციატივა;
  • ჩაერთოთ ახალგაზრდულ სამშვიდობო ინიციატივაში;
  • ხელი შეუწყოთ სამშვიდობო კულტურასა და დადებით ცვლილებებს;
  • შეიძინოთ  გამოცდილება შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებების მეშვეობით;
  • წვლილი შეიტანოთ მშვიდობის მშენებლობის პროცესში;
  • შექმნათ სტუდენტური კლუბი განათლების სკოლის ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu)  ფარგლებში.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/qd1Tj1dHyafJaHEU9 და ატვირთეთ მოკლე ვიდეო (30-60 წმ.), რომელშიც გადმოსცემთ:

  • რატომ გაინტერესებთ სამშვიდობო საკითხები
  • როგორ ხედავთ თქვენს როლს მშვიდობის ხელშეწყობის პროცესებში

განაცხადების მიღების ბოლოს ვადაა 10 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ პროგრამებზე:

  • ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლების საბაკალავრო პროგრამა;
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები) საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა;
2025