19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ინტერაქციული ვორკშოპი „შეხვდით ავსტრიელებს, შეხვდით ქართველებს: ბიზნესი, კულტურა და მდგრადობა – რა თემაზე ვსაუბრობთ?“.

ვორკშოპის შესახებ

  • რა გვამოძრავებს დღეს ჩვენ ავსტრიასა და საქართველოში?
  • რა გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემო ბიზნესზე?
  • რა გავლენას ახდენს კულტურული განსხვავება ბიზნესზე?
  • რა უნდა გავითვალისწინოთ კორპორაციულ კონტექსტში ინტერკულტურულ ურთიერთობებში ჩართვისას?
  • როგორია ავსტრიული მიდგომა? რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში?

მომხსენებლები

ალექსანდრე ბურკა, პროფესორი, დოქტორი, ხელოვნების მაგისტრი, ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციის დარგში; ავტორი კურსებისა – საერთაშორისო კომპეტენციები, ინტერკულტურული მენეჯმენტი და რუსული როგორც უცხო ენა. მას აქვს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში, სხვადასხვა დარგში, 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

კლაუდია მაილერი, ხელოვნების ბაკალავრი, ხელოვნების მაგისტრი, ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების (ავსტრია) უნივერსიტეტის ლექტორი. უძღვება ლექციების კურსს მარკეტინგში, მენეჯმენტის კვლევის მეთოდებსა და მრავალფეროვნებაში. იგი ხელმძღვანელობს ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის გენდერისა და მრავალფეროვნების სექტორს და ორგანიზაციის მასშტაბით ინკლუზიური სამუშაო გარემოს ადვოკატია. მისი კვლევის სფეროა: სოციალური საკითხები, მრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილების თემებსა და ენერგიის გარდაქმნის საკითხებში ჩართულობის მეთოდები ავსტრიაში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024