თუ ხარ დამწყები მეცნიერი ან გაინტერესებს, როგორ დააინტეგრიგო ხელოვნური ინტელექტი შენს ბიზნესში, ეს შეხვედრა შენთვისაა.

თბილისის Codecademy-ის წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობს შეხვედრას თემაზე: „წინასწარ გაწვრთნილი გენერატიული ტრანსფორმერი (GPT-3)“.

წინასწარ გაწვრთნილი გენერატიული ტრანსფორმერი (GPT-3) აუტორეგრესიული ენის მოდელია, რომელიც ადამიანის მსგავსი ტექსტის შესაქმნელად ღრმა სწავლებას იყენებს. GPT-3, რომელიც 2020 წლის მაისში დაინერგა და ბეტა ტესტირებაში 2020 წლის ივლისიდან გაუშვეს, ბუნებრივი ენის დამუშავების ალგორითმების (NLP) მიმდინარეობის ნაწილია.

სადისკუსიო თემები:

  • რა არის NLP?
  • რა არის GPT-3 ?
  • GPT-3-ის გამოწვევები

მოდერატორი და მომხსენებელი: ნეგარ ვაჰიდი, Codeacademy-ის ქართული წარმომადგენლობის ლიდერი; ილიაუნის Google-ის სტუდენტ-დეველოპერთა კლუბის ლიდერი.

რეგისტრაცია: https://bit.ly/3gDGR5T

დაემატე Codeacademy Tbilisi Discord საზოგადოებას: https://discord.gg/QDmbGm9wpA

Codeacademy Tbilisi YouTube არხი: https://www.youtube.com/channel/UCy0cI9fOHk4xkJz97ORv5GQ 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 მაისი, 19:00

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების სკოლის ფეისბუქგვერდი