3 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება Tbilisi AI Meetups-ის შეხვედრა თემაზე „Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია“.
მომხსენებელი სანდრო ბარნაბიშვილი გააანალიზებს embedding მოდელების როლს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ძლიერი დიდი ენის მოდელების (LLM) აქტუალური განვითარების მიუხედავად, embedding-ები კვლავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საძიებო და რეკომენდაციის სისტემებში.
მონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ იმ მიზეზებს, რაც განაპირობებს მათ მდგრად აქტუალობას, არამედ შეისწავლიან შექმნის მეთოდოლოგიასა და მოდელის არქიტექტურის სწორად შერჩევის პრინციპებს.
თემები:
- კონტექსტის სიგრძის შეზღუდვები და RAG სისტემები
- რატომ არ არის LLM-ები იდეალური embedding-ების გენერაციისთვის
- Causal attention და contrastive learning
- Sparse და dense retrieval მიდგომები (TF-IDF, SPLADE, ჰიბრიდული მოდელები)
- Bi-Encoders, Cross-Encoders და Late Interaction
- Latent interaction მოდელები და HNSW ძიება
- Contrastive learning, triple loss და Siamese ქსელები
- დარგზე მორგებული embedding მოდელების პრაქტიკა
- შეფასება BEIR და MTEB ბენჩმარკების საშუალებით
ხელოვნური ინტელექტით, მონაცემთა დამუშავებითა და ინფორმაციის ძიების სისტემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 3 მაისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025