ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აცხადებს სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების მესამე ნაკადის მიღებას.
სტუდენტ-ამბასადორთა პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების კომუნიკაციის, ორგანიზაციული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. სტუდენტებს შეუძლიათ გახდნენ სტუდენტ-ამბასადორები და აქტიურად ჩაერთონ სკოლის სტუდენტურ ცხოვრებაში.
მონაწილეობის წინაპირობები:
- აპლიკანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი და ფლობდეს აქტიურ სტატუსს;
- უნდა ჰქონდეს დაგროვებული მინიმუმ 60 კრედიტი;
- აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 81 ქულისა.
რეგისტრაციის ვადები: 4 ივლისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Se1J1PvFdmkXAkrz6
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და ჩაერთვებიან ტექნოლოგიის სკოლის სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/4eHsWrK