ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და განათლების სკოლის ინიციატივით 17 ივნისამდე ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შევაგროვებთ წიგნებს ქვემო ქართლის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ქვემო ქართლის რეგიონის ცამეტ სკოლაში ახორციელებს USAID-ის საბაზისო განათლების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებაა. ამ მიზნის მისაღწევად რეგიონის სკოლებში შეიქმნა წიგნის მეგობართა კლუბები, რომელთა მუშაობაში აქტიურად ჩაებნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ისინი ინტერესით ეცნობოდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს, მსჯელობდნენ საყვარელ გმირებზე, კითხულობდნენ უფროსებთან ერთად, უკითხავდნენ ერთმანეთს და თავად ქმნიდნენ ხელნაკეთ წიგნებს.

ბენეფიციარ სკოლებში საბიბლიოთეკო ფონდი საკმაოდ მწირი და მოძველებულია. ინიციატივის ფარგლებში კი თქვენი დახმარებით შეგროვდება საბავშვო მხატვრული ლიტერატურა წიგნის პატარა მეგობრებისთვის.

2022 წელი