გაიცანით 2024 წლის შემოდგომის პროგრამის საორგანიზაციო გუნდი და მენტორები:
- ნატო ჩაკვეტაძე, 2080 Ventures-ის წარმომადგენელი საქართველოში; UN Women-ის კონსულტანტი; Google-ის Women TechMakers ელჩი; ყოფილი 500 Global-ელი. Startup Info-ს (სტარტაპსაზოგადოება Facebook-ზე) შემქმნელი, რომელიც 20 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს საჭირო ინფორმაციის გასაცვლელად.
- სანდრო კანდელაკი, Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებული და Student Hunt-ის (სტუდენტებისთვის სუპერ აპლიკაცია) შემქმნელი. Terabank-ის ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
- გოგა საათაშვილი, Student Hunt-ის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი და AI მარკეტინგის ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
- შალვა ოთანაძე, პრაქტიკოსი ანტრეპრენერი და მეწარმეობის ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში ბიზნესისა და მეწარმეობის მიმართულებით და იმყოფება ესპანეთში.
- ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ავთანდილი 300-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა იდეების წარმატებულ ბიზნესად ქცევაში, სათავეში უდგას მეწარმეობისა და ტექნოლოგიების წამყვან ინიციატივებს.
- თინი მამუჩაშვილი, Neuropilot-ის, მენტალური ჯანმრთელობის VR აპლიკაციის, თანადამფუძნებელი. პრეაქსელერატორ Zoomout-ის მენეჯერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყოფილი Startup Grind-ის გლობალური პროექტების მენეჯერი ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე.
შემოგვიერთდით, რომ შეძლოთ თქვენი იდეების სტარტაპებად ქცევა.
Მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
პროგრამა დაიწყება 19 ოქტომბერს და დასრულდება 29 ნოემბერს.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98
რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 6 ოქტომბერი, 23:59 საათი
პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” მიერ შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.