13 და 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის გამართავს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპს უნივერსიტეტის H კორპუსში.

გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე.

გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი.

აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შემოქმედებითი ტურის პირველ ეტაპზე გაგზავნილი ნამუშევრების ორიგინალები;
  • სახატავი საშუალებები: ფანქარი, საშლელი, სათლელი (ადგილზე მათ გადაეცემათ A3 ფორმატის ქაღალდი და სახატავი დაფა).

აბიტურიენტები კომისიისგან მიიღებენ წინასწარ განსაზღვრულ შემოქმედებით დავალებას.

დამატებითი დეტალებისა და განრიგის სანახავად გთხოვთ, გაეცნოთ ფაილს.

დრო: 13 და 14 ივნისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5