ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე:
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: აპლიკანტს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სამი კომპონენტი
ბიზნესის სკოლა
- მენეჯმენტი − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 75 − შეფასების კრიტერიუმები
- ფინანსები − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 40 − შეფასების კრიტერიუმები
- MBA (ENG) − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 40 − შეფასების კრიტერიუმები
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 30 − შეფასების კრიტერიუმები
- საზოგადოებასთან ურთიერთობა − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 60 − შეფასების კრიტერიუმები
ტექნოლოგიის სკოლა
- თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 8 შეფასების კრიტერიუმები
- პროგრამული ინჟინერია − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 15 − შეფასების კრიტერიუმები
- თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 15 − შეფასების კრიტერიუმები
განათლების სკოლა
- განათლების ადმინისტრირება − ვაკანტური ადგილების რაოდენობა − 40 − შეფასების კრიტერიუმები
რეგისტრაციის ვადები და პროცედურა
მაგისტრანტობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 11-დან 29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters
რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 11 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.
რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) 2025 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
გ) ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)
გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ!
რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი
ინგლისური ენის გამოცდების განრიგი
- მენეჯმენტი − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- ფინანსები − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- საზოგადოებასთან ურთიერთობა – 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- განათლების ადმინისტრირება − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- პროგრამული ინჟინერია − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება − 2025 წლის 1 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
- MBA (ENG) − 2025 წლის 1, 2 სექტემბერი − ინგლისური ენის ტესტის მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები
ინგლისური ენის გამოცდის პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ინგლისური ენის გამოცდის პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2025 წლის 3 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 3 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე bt*@*********du.ge.
სამაგისტრო პროგრამის MBA (ENG) ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 4 სექტემბერს. განრიგი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2025 წლის 3 სექტემბერს.
გაითვალისწინეთ: თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი
- მენეჯმენტი − 2025 წლის 8 სექტემბერი − ქეისი
- ფინანსები − 2025 წლის 6,7, 8 სექტემბერი − ზეპირი გამოცდა
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი − 2025 წლის 6 სექტემბერი − ქეისი 2025 წლის 7 და 8 სექტემბერი ზეპირი გამოცდა
- MBA (ENG) − 2025 წლის 6, 8 სექტემბერი − ზეპირი გამოცდა
- საზოგადოებასთან ურთიერთობა − 2025 წლის 6 და 8 სექტემებრი − ზეპირი გამოცდა
* დამხმარე ლიტერატურა – საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა − დენის ლ. უილკოქსი გლენ ტ. კამერონი.
- განათლების ადმინისტრირება − 2025 წლის 6, 8 სექტემბერი − ზეპირი გამოცდა
* დამხმარე ლიტერატურა — კანონი ზოგადი განათლების შესახებ/უმაღლესი განათლების შესახებ
- თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება − 2025 წლის 6,8 სექტემბერი − ზეპირი გამოცდა სამაგისტრო პროგრამის გასაუბრებაზე აპლიკანტებმა პორტფოლიო უნდა წარმოადგინონ ბეჭდური სახით, აკინძული A3 ფორმატზე.
- თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები − 2025 წლის 2 სექტემბერი − წერითი და ზეპირი გამოცდა 2025 წლის 8 სექტემბერი
- პროგრამული ინჟინერია − 2025 წლის 6 სექტემბერი − წერითი გამოცდა
დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროის და ადგილმდებარეობის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
დარგობრივი გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა დარგობრივი გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2025 წლის 9 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 9 და 10 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე bt*@*********du.ge.
ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2025 წლის 11 სექტემბერს.
განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 12 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2025 წლის 15 სექტემბერს.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
- ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან − 2025 წლის 16 და 17 სექტემბერი
- სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან − 2025 წლის 18 სექტემბერი
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს
032 2 22 00 09 (180)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!
2025