ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: „ზოგადი (სასკოლო) განათლების ადმინისტრირება“„ და „უმაღლესი განათლების ადმინისტრირება“.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, განათლების სფეროში ლიდერი, რომელიც კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას.
მიღების წინაპირობები:
საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსურველმა უნდა:
- დაადასტუროს ინგლისური ენის კომპეტენცია (B2 დონე);
- წარმოადგინოს რეზიუმე (CV);
- გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.
დეტალები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების შესახებ იხილეთ აქ.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციის, ინგლისური ენის ტესტისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.
2025