ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: „კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა)“, „კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“, „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ (ინგლისურენოვანი), „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“ შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება გასაუბრების ფორმატით დარგობრივი ცოდნისა და მოტივაციის შეფასების მიზნით.

პროგრამაზე „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერით და გასაუბრების ფორმატით.

შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება/გამოცდა ჩატარდება 17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის 303; 306; 307 ოთახებში (ი.ჭავჭავაძის გამზ. N45) 09:00 საათიდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

შიდა მობილობის დარგობრივი გასაუბრების შედეგები.

2026