ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური ფულის კვირეულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტიც უერთდება.

26 მარტს, 14:00 საათზე, კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე თიბისის მობაილბანკის პროდუქტის განვითარების მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ელენე ჯოხაძე გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე: „ფულის ტრანსფორმაცია”.

მომხსენებელი ისაუბრებს ფულის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე.

ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიურად მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

კვირეულის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსურ საკითხებზე დიალოგის წახალისება.

კვირეულის ორგანიზატორი 2020 წლიდან უკვე ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელია (OECD/INFE).

დრო: 26 მარტი, 14:00 საათი

 ადგილმდებარეობა: ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

შეხვედრის ბმული:https://bit.ly/3vEEcy7

#GMW2021 #moneymatters #financialeducation #financialliteracy #BTEIliauni