გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისი 25-26 მარტს აწყობს რეგიონულ კონფერენციას თემაზე: Making Global Goals Local Business – Georgia.

ღონისძიება გაიმართება ვირტუალურად და მიეძღვნება ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიც არის: მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანედაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

MGGLB Georgia ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სპიკერები შემდეგი  ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი, პანელურ დისკუსიაში კი –სახელმწიფოს, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის დასრულებისას მიიღებთ კონფერენციაზე დასასწრებ ბმულს.

ენა: ინგლისური (ქართულენოვანი აუდიტორიისთვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 25-26 მარტი, 2021 წელი (განრიგი იხ. მიმაგრებული ფაილის სახით)

ადგილმდებარეობა: Zoom (წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ბმულს)

Making Global Goals Local Business – Georgia