IEEE, მსოფლიოში უდიდესი ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტი, პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის სასარგებლოდ. IEEE გამოსცემს მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებს, ატარებს კონფერენციებს, ქმნის ტექნოლოგიების სტანდარტებს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა პროფესიულ და საგანმანათლებლო აქტივობას.
IEEE სტუდენტური წარმომადგენლობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტ წევრს ითვლის და სტუდენტებს ექსკლუზიურად აძლევს სამეცნიერო ჟურნალებითა და სატელევიზიო არხით სარგებლობის უფლებას, სთავაზობს კონფერენციებში მონაწილეობას, დაფინანსების პროგრამებს და ჯილდოებს.
IEEE წევრობისთვის ტექნოლოგიების სკოლის 22-მა საუკეთესო სტუდენტმა დაფინანსება უნივერსიტეტისგან მიიღო, მათ წარმატებით გაიარეს ყველა საჭირო ეტაპი ქსელში გაწევრიანებისთვის, შემდეგ კი საკუთარი წარმომადგენლობაც დააარსეს, რომლის მიზანია:
- ადგილობრივი სტუდენტური კონფერენციების ორგანიზება;
- ერთობლივი პროექტების წარდგენა საერთაშორისო შეჯიბრებებზე;
- კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
- მოსწავლეებში საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაცია.