9 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს გიწვევთ მაღალი ენერგიების ფიზიკაზე სასაუბროდ.
შეხვედრის თემა: პროგრამული უზრუნველყოფა მაღალი ენერგიების ფიზიკაში
მოხსენების თემები:
- როგორ ავითარებს მაღალი ენერგიების ფიზიკა (HEP) პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას;
- კვლევა, განვითარება პროგრამული უზრუნველყოფა HEP-ის პირობებში;
- კარიერა კვლევითი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის;
- როგორ ჩავერთოთ კვლევით პროექტებში სტუდენტობის დროს.
მომხსენებლის შესახებ
ოქსანა შადურა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის თანამშრომელია (აშშ). ამჟამად მუშაობს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია). იგი დაკავებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საზოგადოებისთვის ინტერაქტიული ანალიზის ობიექტების (Kubernetes, Jupyterhub, Dask და ა.შ.) დიზაინითა და განვითარებით. კვლევის მიზანია შეისწავლოს ობიექტის ინტეგრაცია არსებულ განაწილებულ სისტემებთან, მონაცემთა მიწოდების სერვისებსა და თანამედროვე ანალიზის ჩარჩოებთან. ამის შედეგად მომხმარებლებს მიეცემათ წვდომის შესაძლებლობა როგორც პითონის ფართო ეკოსისტემაზე, ასევე პროგრამირების ახალ პარადიგმებთან.
ოქსანამ დოქტორის ხარისხი მიიღო უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტში CERN-ში ექსპერიმენტების ჯგუფისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის სადოქტორო სწავლების პარალელურად.
დრო: 9 თებერვალი, 19:00 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
რეგისტრაციის ფორმა: https://bit.ly/34zrDeo
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 თებერვალი, 18:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)
2022 წელი