გსურს, რომ საუკეთესო გზა მოძებნო კოლაბორაციისათვის, პროდუქტი ეფექტურად აწარმოო და გააუმჯობესო ხილვადობა?

GDSC Iliauni  აწყობს შეხვედრას „ვერსიის კონტროლი GIT-ის მეშვეობით“.

მოწვეული სპიკერი – დიმიტრი დონდოლაძე, EPAM Systems Georgia-ს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.
დიმიტრიმ წარმატებით გაიარაTBC IT Academy-ის .NET-ის ბუთქემფი და უკვე ერთი წელია მისი მენტორი გახდა.
მოხსენების თემები:

  • ისტორია;
  • ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ვერსიის კონტროლის სისტემები;
  • Git ფუნდამენტური ბრძანებები;
  • Git ბრენჩინგი და სხვადასხვა სამუშაო პროცესი;
  • მცირე დემო.

შეხვედრის დრო: 4 თებერვალი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია: https://forms.gle/qLoakNj7b1peKNuZA

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 4 თებერვალი, 18:00 საათი

შეხვედრის ადგილი: Zoom და FB Live

რეგისტრაციაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე გაიგზავნება შეხვედრის ბმული.

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი