14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კამპუსს ეწვივნენ „ეი სი თი – ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფის“ წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტით აშენებული ტექნოლოგიური კამპუსი და მისი ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანს, დიმიტრი ჯაფარიძეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეკანის მოადგილე ირაკლი სალუქვაძე, ათასწლეულის ფონდის უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, სდსუ საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.