21 დეკემბერს, 19:00 საათზე, პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი“ ფარგლებში გაიმართება ლიზი ხურციძის ღია ლექცია თემაზე „ჩემი ნარატიული თავგადასავალი“.

ლიზი ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ჩეთბოტების აკადემია“ კურსდამთავრებული და კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სტაჟირების პროგრამის მონაწილეა.

შეხვედრაზე გაგიზიარებს საკუთარ გამოცდილებას: საიდან უნდა დაიწყო და როგორ გახდე ნარატივდიზაინერი, თუ ამ სფეროსთან შეხება არასდროს გქონია. ისაუბრებს თავის პირველ ჩეთბოტზე, ნარატიული სირთულეების დადაძლევის სიხარულზე და პროფესიულ რჩევებსაც გაგიმხელს.

ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს, რომელსაც ჩაატარებს ტრენერი მარიამ გოჩიაშვილი.

დრო: 21 დეკემბერი, 19:00

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3F8dPEP

Meeting ID: 858 9003 7179

Passcode: 467651


ჰაკათონის შესახებ ვრცელი ინფორმაცია: https://bit.ly/3ma79yv

ჰაკათონის სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3DezuJM

2021 წელი