18 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში გაიხსნება არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრების წლის შემაჯამებელი გამოფენა.
გამოფენაზე გამოვლინდება 5 საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი
- საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომი
- III კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი
- II კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი
- I კურსის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი
გამოფენის მიზანია ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პოპულარიზაცია, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
დასწრება თავისუფალია.
2023