17 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით გამართავს ღია კარის დღეს ჰიბრიდულ ფორმატში.
ვისაუბრებთ ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალურ შესაძლებლობაზე.
შეხვედრის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81777641128
ღია კარის დღის შემდეგ გაიმართება ტური ტექნოლოგიის კორპუსში და შეძლებთ, დაათვალიეროთ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები.
პროგრამის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ როგორც ამერიკული, ისე ქართული უნივერსიტეტის დიპლომი.
სწავლის პროცესში გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).
სწავლის წლიური საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე, 2250 ლარია.
პროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130.
დრო: 17 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: T 102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N⅗, ვაკის პარკის გადმოსწვრივ ან დისტანციურად ბმულზე: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81777641128
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
ვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში: https://vr.ihomepedia.com/IliaUni1/
2023