ტექნოლოგიის სკოლაში სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების მეორე ნაკადის მიღება იწყება
გახდი სტუდენტ-ამბასადორი და შემოუერთდი ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების გუნდს. რეგისტრაციის ვადები: 10-21 ივნისი რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Se1J1PvFdmkXAkrz6 კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი; სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 კრედიტისა; სტუდენტის საშუალო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 81 ქულისა. სტუდენტ-ამბასადორების შერჩევის პროცედურასა და პროგრამის…
post-ბიზნეს-ტექნ-მოხალისეები
საჯარო ლექცია „ქართული სარესტორნო ბიზნესი“
26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ილიაუნის ლექტორის დალილა ცატავას ხელმძღვანელობით გაიმართება ლექცია/დისკუსია თემაზე „ქართული სარესტორნო ბიზნესი“. სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქართული სარესტორნო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები: დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გურამ ბაღდოშვილი – რესტორატორი და ბრენდშეფი, ტელესახე რესტორნისა „ჩვენი“, „ოვალი“, „ტაი ტაი“; ლევან…
post სარესტორნო ბიზნესი
„თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში, მსოფლიო გამოცდილება, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“ – პროფესორ მურმან მარგველაშვილის საჯარო ლექცია
26 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში წაიკითხავს ლექციას: „თბური ტუმბოების გამოყენება გათბობა-გაგრილებაში, მსოფლიო გამოცდილება, სარგებლიანობა და პერსპექტივები საქართველოში“. მსმენელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს პასუხები კითხვებზე: რა არის და როგორ მუშაობს თბური ტუმბოები? რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მათი გამოყენებით მოქალაქეებმა, ქვეყანამ და ჩვენმა…
„ნულზე გაყოფა – უსასრულობის პირისპირ“ – ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარი
26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის ასისტენტ-პროფესორი თორნიკე შავიშვილი წაიკითხავს ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის მორიგ ლექციას „ნულზე გაყოფა უსასრულობის პირისპირ“. თანამედროვე მათემატიკური ინსტრუმენტები ვერ ერგება ნულზე გაყოფის მომენტს: ვერ შეუსაბამებს მას შედეგს. სპეციალისტებმა ახლებური კუთხიდან შეხედეს 0-ზე გაყოფას, ზოგადად, გაყოფას, უმარტივესი ლოგიკის საშუალებით და შეუფარდეს მას კონკრეტული შედეგი….
სემინარი2_post
სემინარი_post
რეგისტრაცია არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებით ტურზე
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის. შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/ifvYaFeLcH3HYyCW7 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი ელფოსტაზე მიიღებს დავალებას, რომელიც 27 მაისამდე უნდა შეასრულოს და ელექტრონული ვერსია გამოგზავნოს მითითებულ ელფოსტაზე: archadmissions@iliauni.edu.ge 8 და 9 ივნისს ილიას სახელმწიფო…